logo_geo
eng_logo
ზელენსკი: თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, მსოფლიოს პასუხი უნდა იყოს დარტყმა იქ, სადაც ხალხის ხოცვის დავალებას იძლევიან
- +

23 ოქტომბერი. 2022. 01:30

 

 

თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ  დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატოს ქვეყანაა თუ არ არის ნატოში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდება.

 

არავის არ აქვს უბრალოდ ტერორისტივით შანტაჟის უფლება. თუ ისმის მესიჯი, რომ დარტყმა იქნება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე, მაშინ მსოფლიოს პასუხი შემდეგი უნდა იყოს: ნახე, შენ თუ ბანკოვის ქუჩას დაარტყამ, მაშინ დარტყმა იქნება იქ, სადაც შენ იმყოფები. დარტყმა იქნება იმაზე, ვინც ხალხის ხოცვის დავალებას იძლევა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბევრი შეიძლება ჰუმანიზმზე საუბარი, თუმცა უკრაინა ისეთ ვითარებასა და ისეთ მეზობელთან არის, „რომელსაც ძალის მეტი არაფერი არ ესმის“.

 

მისი თქმით, რუსულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეებს კლავს.

 

„თუ თქვენ ზეწოლას არ იქონიებთ თქვენს პრეზიდენტზე, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო თქვენგან იზოლირდება. მსოფლიო თქვენთან არ ილაპარაკებს, ვინაიდან თქვენ მუქარის ენაზე ლაპარაკობთ. საზღვარგარეთ არ დაისვენებთ, ფულს ვერ იშოვით, ბიზნესს ვერ იქონიებთ ევროპასთან, კანადასთან, შეერთებულ შტატებთან. თქვენ მხარს უჭერთ ტერორისტ ხელისუფლებას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner