logo_geo
eng_logo
მედია: თეთრი სახლი და ილონ მასკი ირანელი აქტივისტებისთვის Starlink-ის გადაცემაზე მსჯელობენ
- +

23 ოქტომბერი. 2022. 01:44

 

 

თეთრი სახლი და კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ირანის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალების განთავსებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ მოლაპარაკებების შინაარსთან წვდომის მქონე პირებზე დაყრდნობით CNN იტყობინება.

 

Starlink განიხილება როგორც კომპაქტური და მარტივად გამოყენებადი ტექნოლოგია, რომელიც ირანში ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება ინტერნეტზე წვდომას პროტესტების ჩახშობის მიზნით შეზღუდავს.

 

CNN-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი ეძებს საშუალებებს, თუ როგორ დაეხმაროს საპროტესტო მოძრაობას ირანში, რომელიც უკვე თვეზე მეტია არ ცხრება.

 

თემას „პროტესტის 1 თვე ირანში: რა ცვლილებებს ითხოვს საზოგადოება?“ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner