„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი - ჩარივნე და ჩკალოვე, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„რუსეთის საოკუპაციო არმიის ცალკეული ქვედანაყოფები ტოვებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას. გახშირდა „მაროდიორობისა“ და ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ მთლიანად დატოვა ჩარივნესა და ჩკალოვოს დასახლებული პუნქტები, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი”, - წერია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ხერსონში გაზრდილია ძარცვის ფაქტები. ოკუპანტები ადგილობრივებს მანქანებს ართმევენ იმისთვის, რომ ქალაქიდან გაიქცნენ.