პეკინში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესმა გენერალურ მდივნად, მესამე ვადით, სი ძინპინი აირჩია. ის თანამდებობაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება.
75 წლის ძინპინს მარტში პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება. მედიის ინფორმაციით, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელად მისი კიდევ ერთი ვადით დანიშვნა იძლევა პროგნოზის საფუძველს, რომ ის, კიდევ ერთი ვადით, პრეზიდენტობასაც მოისურვებს. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი 2013 წლის 14 მარტს გახდა, 2012 წლის 15 ნოემბრიდან კი, ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს.