logo_geo
eng_logo
უნგრეთი წლის ბოლომდე შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს
- +

23 ოქტომბერი. 2022. 10:59

 

 

მიმდინარე წლის ბოლომდე უნგრეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დამტკიცების ოფიციალურ პროცესს დაასრულებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰერგელ გულიაშმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ბუდაპეშტი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს და ეროვნულ პარლამენტს მათი გაწევრიანების შესახებ დოკუმენტები უკვე წარედგინა.

 

გულიაშმა აღნიშნა, რომ NATO-ს გაფართოების შემდეგ მას ალიანსის გაძლიერების იმედი აქვს.

 

ცნობისთვის, NATO-ს წევრი ქვეყნებიდან ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროცესი მხოლოდ უნგრეთმა და თურქეთმა გააჭიანურეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner