მიმდინარე წლის ბოლომდე უნგრეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დამტკიცების ოფიციალურ პროცესს დაასრულებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰერგელ გულიაშმა განაცხადა.
მისი თქმით, ბუდაპეშტი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს და ეროვნულ პარლამენტს მათი გაწევრიანების შესახებ დოკუმენტები უკვე წარედგინა.
გულიაშმა აღნიშნა, რომ NATO-ს გაფართოების შემდეგ მას ალიანსის გაძლიერების იმედი აქვს.
ცნობისთვის, NATO-ს წევრი ქვეყნებიდან ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროცესი მხოლოდ უნგრეთმა და თურქეთმა გააჭიანურეს.