logo_geo
eng_logo
18 აგვისტოდან კომედია „იარაღით მოვაჭრეები“ ფილმის მოყვარულებს კინოთეატრებში ელის
- +

17 აგვისტო. 2016. 13:08



ბრედლი კუპერისა და რეჟისორ ტოდ ფილიპსის მეოთხე ერთობლივი ნამუშევარი „The Hangover"-ის ტრილოგიის შემდეგ - 18 აგვისტოდან, მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე, კომედია „იარაღით მოვაჭრეები" ყველასათვის საყვარელი მსახიობისა და ცნობილი რეჟისორის თაყვანისმცემლებს კინოთეატრებში ელის.


ფილმი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას, ორ მარიხუანას მოყვარულ მეგობარზე, რომლებმაც მოახერხეს პენტაგონში კონტრაქტის მოგება ავღანეთში ამერიკის მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდებაზე. მოსაწევის მოყვარული ორი მეგობრის დრამატული და ამავდროულად კომედიით გაჯერებული ისტორია ცხელ ზაფხულს ქართველ მაყურებელს გულგრილს ვერ დატოვებს.


ბრენდლი კუპერის გარდა ფილმში მთავარ როლებს მაილზ ტელერი, ანა დე არმასი და ჯონა ჰილი ასრულებენ. „The Wolf Of Wall Street"-ის შემქმნელების ახალი ნამუშევარი, სახალისო სცენარისა და პოლიტიკური იუმორით სავსე ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner