რუსეთში, ირკუტსკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა „სუ-30“-მა განიცადა. ბორტი ლენინის რაიონში, პრჟევალსკის ქუჩის მიმდებარედ ჩამოვარდა.
დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.