logo_geo
eng_logo
ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ ათასობით უნგრელმა აქცია გამართა
- +

23 ოქტომბერი. 2022. 20:22

 

 

 

ათასობით უნგრელმა მთავრობის წინააღმდეგ ბუდაპეშტში აქცია გამართა.

 

შეკრებილები მასწავლებლების ხელფასების გაზრდასა და მზარდი ინფლაციის შეზღუდვას მოითხოვდნენ.

 

ნაციონალისტმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ ეკონომიკურ სტაბილურობას შეინარჩუნებს და მაშინ როცა ევროკავშირი „ეკონომიკურ კრიზისში“ გადადის, უნგრეთში ენერგორესურსების ფასები არ გაიზრდება.

 

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მასწავლებელთა ხელფასები მიზერულია სექტემბერში კი ინფლაციამ 20%-ს გადააჭარბა და კვლავ იზრდება, რაც უკვე მათთვის აუტანელი ხდება.

 

უნგრეთის მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება უნდა შეიტანოს, რადგან ბიუჯეტის კანონი, რომელიც ივლისშია დამტკიცებული, მომავალ წელს 4.1%-იან ზრდას პროგნოზირებს, ხოლო ინფლაცია 5.2%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა 1%-ით შენელდება.

 

უნგრული ფორინტი ოქტომბრის დასაწყისში რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა, რის გამოც უნგრეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, რომ მოქალაქეებისთვის საპროცენტო განაკვეთები გაეზარდა, რამაც მოსახლეობის პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner