logo_geo
eng_logo
მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი პლანეტა Proxima B აღმოაჩინეს
- +

25 აგვისტო. 2016. 13:11



მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დედამიწის მსგავსი პლანეტის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. როგორც მეცნიერებმა სამხრეთის ევროპულ ობსერვატორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პლანეტა Proxima B  დედამიწაზე ოდნავ დიდია და მისგან ოთხი სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს.



სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ აღმოჩენილ პლანეტაზე შესაძლოა, სიცოცხლე იყოს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მომავალში პლანეტამდე მიღწევა შესაძლებელი იქნება.



Proxima B ვარსკვლავ  „პროქსიმა ცენტავრას" გარშემო ტრიალებს. ეს ვარსკვლავი „ალფა ცენტავრას" სისტემის შემადგენლობაში შედის. სრულ წრეს ვარსკვლავის გარშემო პლანეტა 11 დღეში აკეთებს.



მეცნიერების განმარტებით, პლანეტის ტემპერატურა ისეთია, რომ მასზე შესაძლოა, იყოს წყალი, კლიმატი კი სიცოცხლისთვის შესაბამისია. ამასთან, Proxima B-ს კლიმატი დედამიწის კლიმატისგან განსხვავებულია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალადღმოჩენილ პლანეტაზე წელიწადის დროები არ იცვლება.



კვლევის ავტორების თქმით, მათ პლანეტის არსებობის შესახებ 2013 წელს გაიგეს და ამ დრომდე მისი არსებობის მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობდნენ.



აქამდე მზის სისტემასთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტად, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს, პლანეტა wolf1061c ითვლებოდა.

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner