რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თავის ამერიკელ კოლეგა ლოიდ ოსტინთან მორიგი სატელეფონო საუბარი გამართა.
მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება ბოლო სამ დღეში მეორედ განიხილეს.
„მათ განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, რომელიც სწრაფად უარესდება“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღესვე აშშ-ის თავდაცვის მდივნის გარდა, შოიგუმ სატელეფონო საუბარი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთანაც გამართა.