logo_geo
eng_logo
ზესტაფონის საპატიო მოქალაქის სტატუსი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულსა და ოდესაში გენერალურ კონსულს მიენიჭათ
- +

23 ოქტომბერი. 2022. 23:28

 

 

„ზესტაფონქალაქობის“ 150-ე საიუბილეო დღესასწაულის ფარგლებში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

 

პატივგების კომისიის გადაწყვეტილებით ზესტაფონის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქალაქ ოდესაში გენერალურ კონსულს თორნიკე ბერეკაშვილს.

 

გენერალური კონსული უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ღონისძიებას ვერ დაესწრო და მამის ჯილდო მის შვილს, ნიკოლოზ ბერეკაშვილს გადაეცა.

 

სპეციალურმა კომისიამ აღნიშნული სტატუსი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 9 წარმატებულ ზესტაფონელს მიანიჭა.

 

ასევე, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური მიღება მუნიციპალიტეტის მერიაში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან, მოეწყო რეწვის ოსტატების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებისა და კულტურული სივრცეების გამოფენა, გაიმართა იმერული ღვინის დეგუსტაცია, ასევე ე.წ ფაცხებში წარმოდგენილი იყო გასტრონომიული კუთხე.

 

„ზესტაფონქალაქობის“ ფარგლებში, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა საზოგადოებას საკონცერტო პროგრამა წარუდგინეს.

 

„ზესტაფონქალაქობის” 150 წლისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner