სირიაში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა განადგურდა.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, განადგურებული ობიექტი შეიცავდა აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილი იყო უპილოტო საფრენი აპარატების ასაწყობად.
გარდა ამისა, სარაკეტო თავდასხმის დროს განადგურდა სარადარო სადგური და ასაფრენი ბილიკი.