logo_geo
eng_logo
სირიაში ერთი თვის წინ დაბადებული სიამის ტყუპები გარდაიცვალნენ
- +

25 აგვისტო. 2016. 13:14



სირიაში სიამის ტყუპები  - ნავრასი და მოასი გარდაიცვალნენ. ბავშვები მკერდით იყვნენ შეერთებული. საზღვარგარეთ ჩვილებისთვის განცალკევების ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა მათ ოფიციალური დამასკოსგან ქვეყნის დატოვების ნებართვის მიღება ვერ შეძლეს.



ბავშვები ერთი თვის წინ სირიის სამთავრობო ძალების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ დუმაში დაიბადნენ. მათი საერთო წონა 5,4 კილოგრამს შეადგენდა. სირიის ხელისუფლების ნებართვით 12 აგვისტოს ტყუპი ბიჭები ბლოკირებული ქალაქიდან გაიყვანეს და ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.



სირიულ-ამერიკული სამედიცინო საზოგადოების ინფორმაციით, ბავშვები გარდაიცვალნენ, სანამ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად მათთვის დოკუმენტებს ამზადებდნენ. საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი მუჰამედ კატუბი მომხდარში ოფიციალურ დამასკოს ადანაშაულებს. მისი თქმით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის დატოვების ნებართვის გაცემა დააგავიანა.



გასულ კვირას კატუბმა გამოცემა The Wall Street Journal-ტან ინტერიუში განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლების მხრიდან დაბრკოლებებს ელის, რადგან ტყუპების მიღების სურვილი აშშ-სა და საუდის არაბეთის სამედიცინო დაწესებულებებმა გამოთქვეს. ორივე ქვეყანა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს უჭერს მხარს.



დამასკოს მახლობლად მდებარე ქალაქი დუმა სამთავრობო ძალებს უკვე ორი წლის განმავლობაში ალყაში აქვთ მოქცეული. საავადმყოფო, სადაც სიამის ტყუპები დაიბადნენ, ბავშვებისთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად სათანადოდ აღჭურვილი არ იყო.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner