logo_geo
eng_logo
Sky News: ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა
- +

24 ოქტომბერი. 2022. 01:34

 

 

 

ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთის პრემიერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, - ამის შესახებ Sky News იუწყება.

 

ცნობისთვის, იმისათვის, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადგილისთვის რბოლა გაგრძელდეს,  აუცილებელია, რომ კანდიდატმა კონსერვატიული პარტიის დეპუტატების 100 ხმის მიღება მაინც შეძლოს.

 

შესაბამისად, რბოლის ფავორიტი რჩება ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, რომელსაც 144 მხარდამჭერი უკვე ჰყავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner