ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთის პრემიერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, - ამის შესახებ Sky News იუწყება.
ცნობისთვის, იმისათვის, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადგილისთვის რბოლა გაგრძელდეს, აუცილებელია, რომ კანდიდატმა კონსერვატიული პარტიის დეპუტატების 100 ხმის მიღება მაინც შეძლოს.
შესაბამისად, რბოლის ფავორიტი რჩება ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, რომელსაც 144 მხარდამჭერი უკვე ჰყავს.