logo_geo
eng_logo
ჰაკერებმა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტა გატეხეს
- +

24 ოქტომბერი. 2022. 01:52

 

 

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტა გაუტეხეს.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა მალევე ირანულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Black Reward-მა აიღო, რომელმაც Twitter-ზე ირანის ბირთვულ აქტივობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ აღნიშნული აქტი ირანში მომიტინგეების მხარდაჭერის მიზნით გააკეთა.

 

Black Reward-ის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავდა ცნობებს „ბუშეჰრის ატომური ელექტროსადგურის სხვადასხვა ნაწილის მართვისა და ოპერაციული განრიგის შესახებ, ასევე ირანელი და რუსი სპეციალისტების პასპორტებისა და ვიზების მონაცემებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.

 

Black Reward-ი 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში იმუქრებოდა, რომ 24 საათში გაავრცელებდა ჰაკერულ ინფორმაციას, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და პროტესტის დროს დაკავებულ ადამიანებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner