logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი ვიზიტია, ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო
- +

24 ოქტომბერი. 2022. 10:53

 

 

24 ოქტომბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. აღნიშნულ საკითხს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ალიევის საქართველოში ვიზიტს კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს.

 

სალუქვაძე ხაზს უსვამს, რომ  ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო.

 

„დღეს თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოდის. კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი ვიზიტია. ერთ ნიუანსს გავუსვამ ხაზს. ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო. მანამდე, იმავე წელს, ივნისში, ღარიბაშვილი იყო ვიზიტით ბაქოში. ასევე, გავიხსენებ ღარიბაშვილის ვიზიტს ანკარაში, მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის (ტყვეების და რუკების გაცვლა) და სხვა. დღევანდელ ადუღებულ მსოფლიოში, აქტიური სამეზობლო და რეგიონული პოლიტიკის წარმოება, სანდო და მეგობრული პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება სამეზობლოში, მნიშვნელოვანია“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner