logo_geo
eng_logo
მაია მიმინოშვილი: აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ წინასწარი ინფორმაცია ძირითადად არ შეცვლილა
- +

25 აგვისტო. 2016. 13:19



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აბიტურიენტები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაცია სმს-ს საშუალებით მიიღეს, ისინი დღეს სრულიად განსხვავებულ პასუხს არ მიიღებენ.



მე რამდენიმე ინფორმაცია წავიკითხე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გამოცდების ეროვნული ცენტრი უგზავნიდა ვინმეს ამ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ეს ასე არ არისსმს-ები გახლავთ დამატებითი სერვისი. ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია იქნებოდა 25 აგვისტოს. ეს დამატებითი სერვისი გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა დამატებითი ინფორმაცია მიიღონ. აპელაციის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიღებთ დაახლოებით ორ დღეს, რათა დავაზუსტოთ ყველა ინფორმაცია, მცირე ცვლილებაც კი, აქედან გამომდინარე ჩვენ არაერთხელ ვატრიალებთ ჩარიცხვის პროგრამას და ეს პროგრამა ტრიალდება დამოუკიდებლად.

ის რაც ორი დღის წინ მოხდა გაუგებრობაა. 23:00 საათზე, პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა, სწორედ ამ დროს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სმს-ების სერვისი არ იყო გამორთული, აი, ამ დროის განმავლობაში, როდესაც რამდენიმა სმს გამოაგზავნა, მისთვის ხელმისწავდომი გახდა პირველადი ჩარიცხვის ინფორმაცია. ბუნებრივია, შემდეგ ეს სერვისი გამოვრთეთ და აღდგა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ. რის შემდეგაც აბიტურიენტებისთვის ჩარიცხვები ხელმისაწვდომი აღარ იყო", - განაცხადა მიმინოშვილმა.



მისივე თქმით, ცრუ ინფორმაცია არ გავრცელებულა.



ეს გავს იმას, რომ სამზარეულოს კარი უბრალოდ მიხურო, არ დაკეტო და იმ სამზარეულოში აბიტურიენტი შემოვიდეს და წინასწარ მოინდომოს ინფორმაციის მიღება. მცირედი ცვლილება შეეხო მხოლოდ და მხოლოდ საგრანტო კონკურსს, ჩარიცხვებთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც ნახეს, პირველადი ინფორმაცია ბოლო ინფორმაციას ემთხვევა. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით რამდენიმე აბიტურიენტს დაემატება გრანტები, რამოდენიმეს ის გრანტი რაც პირველადი შედეგით ჰქონდათ შეუმცირდებათ. ასეთი აბიტურიენტი არის დაახლოებით 50", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner