დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი გახდება.
როგორც მედია წერს, ბრძოლაში ჩართვაზე უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა, რომელმაც მხარდაჭერა რიში სუნაკს გამოუცხადა.
მედიის ცნობით, სუნაკი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.