logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ ისრაელს მოუწოდა, გადაწყვიტოს ვისთან არის და უკრაინის დახმარება დაიწყოს
- +

24 ოქტომბერი. 2022. 20:08

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს მოუწოდა, გადაწყვიტოს ვისთან არის და უკრაინის დახმარება დაიწყოს.

 

„ხომ არ დადგა დრო, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს ვისთან არის? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ ებრძვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როდესაც ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ისრაელი მის კითხვაზე სამართლიან პასუხს გასცემს, რადგან ის არა პოლიტიკას, არამედ ღირებულებებს ეხება.

 

მისი თქმით, რიგი პარტნიორები უკვე ეხმარებიან ან შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვაში, თუმცა ისრაელი ამ პარტნიორებს შორის არ არის.

 

„უკრაინელები უარს არ იტყვიან თავიანთ ბრძოლაზე, რადგან მათ სურთ მარტივი და გასაგები რამ: გაათავისუფლონ თავიანთი მიწა, უზრუნველყონ თავიანთი ხალხის უსაფრთხოება და მშვიდობა მისცენ უკრაინელებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner