logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
- +

24 ოქტომბერი. 2022. 21:05

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს მარკეტა ადამოვას შეხვდა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები და გამოიხატა მათ შორის კავშირების განმტკიცების მზაობა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით და ჩეხეთის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მარკეტა ადამოვამ აღნიშნა, რომ ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

 

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი თანმდევი გამოწვევები. დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

 

შეხვედრა გაიმართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში.

 

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები,  ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner