აშშ-ის სახელმეწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის შედეგები დადგება, თუ ე.წ. „ბინძურ ბომბს“ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
კითხვაზე, ეკიდება თუ არა ვაშინგტონი ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას ისევე, როგორც ბირთვული ბომბის გამოყენებას, პრაისმა უპასუხა, რომ რუსეთისთვის შედეგები ნებისმიერ შემთხვევაში დადგება.
„იქნება ეს „ბინძური ბომბი“ თუ ბირთვული ბომბი, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმეწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.