logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთისთვის შედეგები დადგება, თუ ე.წ. „ბინძურ ბომბს“ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
- +

24 ოქტომბერი. 2022. 23:56

 

 

 

აშშ-ის სახელმეწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის შედეგები დადგება, თუ ე.წ. „ბინძურ ბომბს“ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

 

კითხვაზე, ეკიდება თუ არა ვაშინგტონი ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას ისევე, როგორც ბირთვული ბომბის გამოყენებას, პრაისმა უპასუხა, რომ რუსეთისთვის შედეგები ნებისმიერ შემთხვევაში დადგება.

 

„იქნება ეს „ბინძური ბომბი“ თუ ბირთვული ბომბი, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმეწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner