არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" მიერ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან გოგიჩაიშვილის წარდგენას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ლევან ბერძენიშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით, სულ მცირე, არაეთიკურია.
ლევან ბერძენიშვილის პატივს ვცემ... მაგრამ... ლევან გოგიჩაიშვილის რომ ბანდიტს უწოდებს, თან როდესაც ლევანი სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა იმ დროს, როდესაც ბერძენიშვილი პარტნიორობდა სააკაშვილის რეჟიმს, ყველაზე მოზომილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია მისი მხრიდან... ამას თუ დავუმატებთ, რომ ლევანს პოლიტპატიმრის სტატუსი მისცა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილი თავადვე იყო და ა.შ.
იმედი მაქვს, რომ ლევან ბერძენიშვილი ბოდიშს მოუხდის საჯაროდ ლევან გოგიჩაიშვილს. ისეთ ადამიანებს, როგორიც ლევანია უფრო უნდა ვგულშემატკივრობდეთ, ვიდრე დაუმსახურებლად ვაგინებდეთ.
პირადად მე, ძალიან მიხარია, რომ ლევან გოგიჩაიშვილს მიეცემა სსშუალება, მეტი გააკეთოს სამშობლოსთვის საპარლამენტო ტრიბუნიდან, ვგულშემატკივრობ და რეკომენდაციას ვუწევ მას.