logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას და ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება
- +

25 ოქტომბერი. 2022. 00:40

 

 

უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

„დღეს ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბური ომის დაწყებიდან. რას მივაღწიეთ?

 

ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ამას რუსეთი ვერ შეცვლის. ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას. მოვა დრო და მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება.

 

უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას და ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება. ის რაღაცას ევედრება ირანს, ცდილობს დასავლეთის სახელმწიფოებიდან რაღაც მიიღოს.

 

რუსეთის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში იხარჯება. იყო გაზის გავლენა - ახლა არ არის. იყო სამხედრო გავლენა - ახლა ის აორთქლდება. იყო პოლიტიკური წონა - ახლა იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები - ახლა მხოლოდ ზიზღი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner