logo_geo
eng_logo
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა
- +

25 აგვისტო. 2016. 13:58



„BBC"-ის გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, რუმინეთმა უკვე დაადასტურა, რომ სტიქიას ქვეყნის ორი მოქალაქე ესხმვერპლა.



იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია დარჩენილი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა შორის უამრავი ბავშვია.



ამჟამად სტიქიით დაზარალებულ ქალაქებში 5 000-მდე მაშველი და მოხალისე მუშაობს. სამაშველო ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ სამხედროები, პოლიციის თანამშრომლები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წევრები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner