„თეგეტა მოტორსი" ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა, რაც გულისხმობს დღიური გამტარობის ზრდას 150-200 ავტომობილით. ასევე დამატებით დასაქმებულ პერსონალს და სწრაფ სერვისს. „თეგეტა მოტორსის" ცენტრალური ფილიალი დღეში საშუალოდ 600-700 ავტომობილს ემსახურება.
კომპანია კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეც ტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებას. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სერვისით და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, პროცედურა ძალიან მარტივია, ამისათვის თქვენ უნდა დაუკავშირდეთ „თეგეტა მოტორსის" ქოლ-ცენტრს 226 44 44 რათა დაზოგოთ დრო და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი.
დღეს „თეგეტა მოტორსს" 1000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ზრუნავს როგორც არსებული, ასევე ახალი კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. „თეგეტას აკადემია" ეს არის ადგილი სადაც არა მარტო „თეგეტა მოტორსის" თანამშრომლები გადიან სხვადასხვა მასტერკლასებს, არამედ ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა დაეუფლოს მისთვის საინტერესო ხელობას მაღალპროფესიულ დონეზე, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკაში.
„თეგეტა მოტორსი" დღეისათვის ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს და 800-მდე საბითუმო ობიექტს. „თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და უახლესი ტექნიკური დანადგარებით, აქ ყველაფერია თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი. „თეგეტა მოტორსის" ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.
„თეგეტა მოტორსი" უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი" არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტია. დღეისათვის კომპანია 18 ფილიალით არის წარმოდგენილი, შესაბამისად „თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში.