logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონის ლიდერად ყალიბდება და საქართველოს ისტორიულ მნიშვნელობას უბრუნებს
- +

25 ოქტომბერი. 2022. 14:40

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს ეხმაურება, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართა და რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

 

მისი თქმით, ალიევის ვიზიტი რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარებაა.

 

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნების შემდეგ საქართველო ეტაპობრივად იბრუნებს ლიდერის როლს.

 

„დასრულდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში. ალიევის ვიზიტი რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარებაა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონის ლიდერად ყალიბდება და საქართველოს ისტორიულ მნიშვნელობას უბრუნებს. შეხვედრის ფარგლებში ალიევის მხრიდან ორი მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერდა, პირველი შეეხება რეგიონში უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოს ჩართულობის გარეშე ვერ შედგება, ორი ქვეყნის ურთიერთობაში ირაკლი ღარიბაშვილმა ერთხელ უკვე შეასრულა შუამავლის როლი და მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდა (საქართველომ აშშ-ის ოფიციალური პირებისგან მადლობა დაიმსახურა). პარტნიორების მხრიდან არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს ჩართულობით რეგიონში კვლავ მშვიდობა დაისადგურებს. მეორე საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე ენერგომატარებლების გაზრდილი რაოდენობის გატარებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ საქართველოსთვის იაფი ენერგიის გაზრდილ რაოდენობას ნიშნავს.

 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოში ალიევის ბოლო ვიზიტი 2015 წელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს განხორციელდა, დღეს მსოფლიო და რეგიონი სხვა რეალობის წინაშეა, სამეზობლო პოლიტიკის სწორი წარმართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნების შემდეგ საქართველო ეტაპობრივად იბრუნებს ლიდერის როლს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი და რეგიონში გავხდეთ ქვეყანა, რომელთანაც პარტნიორები იურთიერთებენ როგორც თანასწორთან და რომლის აზრიც ფასეული იქნება სხვა ქვეყნებისთვის“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner