logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისა და ალიევის შეხვედრაზე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრები სანდო და მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდა
- +

25 ოქტომბერი. 2022. 14:47

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა  სანდო და მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდა.

 

ქართველიშვილის თქმით, ვიზიტის სულისკვეთებაც დახვედრიდან გაცილებამდე გვაძლევს 9მის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში ორი მეგობრის შეხვედრა იყო.

 

„პირველი - ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის მესამე ვიზიტი საქართველოში ამ ხელისუფლების პერიოდში. პირველი ვიზიტი შედგა სამი ქვეყნის პრეზიდენტის აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პრეზიდენტების სამიტის ფარგლებში 2014 წლის მაისში.

 

მეორე შეხვედრა უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან შედგა 2015 წლის ოქტომბერში. ეს არის მესამე შეხვედრა თბილისში ჩატარებული, თორემ უამრავი შეხვედრა აქვთ ჩატარებული სხვადასხვა პლატფორმებზე ჩვენს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრები სანდო და მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდა. გუშინდელი ვიზიტის სულისკვეთებაც დახვედრიდან გაცილებამდე გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ მართლაც ორი მეგობრის შეხვედრა იყო საქართველოში“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

ამასთან, ქართველიშვილმა განმარტა, თუ რა ძირითადი აქცენტები ამოიკითხა ალიევსა და ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე.

 

„ძირითადი რაც ამ შეხვედრიდან ამოვიკითხე, ეს არის ცალსახად მშვიდობის თემა სამხრეთ კავკასიაში, ნომერ პირველი თემა, რომელსაც ემხრობა როგორც აზერბაიჯანის ლიდერი, ასევე, საქართველოს ლიდერი. ამ რეგიონს სასიცოცხლოდ სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ყოველგვარი სამხედრო ავანტიურების გარეშე. ეს იქნება ყარაბაღის გარშემო, თუ ეს იქნება საქართველოს მიმართ მოწოდებები სხვადასხვა კუთხიდან მეორე ფრონტზე და ასე შემდეგ... ამის გაკეთების უფლება არ გვაქვს, ამას არ გვაპატიებს არც აზერბაიჯანელი, არც ქართველი ხალხი.

 

წელს მოხდა ისე, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა დაიკავეს საკვანძო რგოლების როლი იმ ენერგოსატრანზიტო მატარებლების ჯაჭვში, რომელმაც იდეაში იაპონიიდან პორტუგალიამდე სატვირთო და ენერგეტიკულ ბრუნვას ხელი უნდა შეუწყოს და ამ ჯაჭვში ერთ-ერთი რგოლი კი საქართველო იქნება, სომხეთი თუ აზერბაიჯანი, რა მნიშვნელობა აქვს, უკვე მთლიანად მთელ სისტემას გამოიყვანს მწყობრიდან.

 

კონკრეტულ სტრატეგიებზე იმუშავეს და კონკრეტულ დოკუმენტაციას ხელი მოეწერა. საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთვება ამ გლობალური საერთაშორისო სატრანზიტო, სატრანსპორტო ენერგეტიკულ ჰაბში, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უნდა დაიკავოს მომავალში.

 

ამის დასტურიც იყო ჰეიდარ ალიევის ჩამოსვლა, იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანმა და ირანმა დაიწყეს საკუთარ საზღვარზე ხიდების მშენებლობა, რომელმაც ე.წ. ზანგეზურის დერეფანი უნდა აამოქმედოს. ეს არის უმოკლესი გზა ბაქოდან ნახიჩევანში. აზერბაიჯანი და საქართველო არა მხოლოდ მეგობრები, არა მხოლოდ კარგი პარტნიორები არიან, არამედ ჩათვალეთ, რომ საერთო საქმის მეწილეები ხდებიან. ამაზე ილაპარაკა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ახსენეს არნახული საინვესტიციო ინტერესი, საქართველოსთან მიმართებით. მჯერა და მწამს, რომ მშვიდობის შენარჩუნების პირობებში ეს საინვესტიციო პოლიტიკა განხორციელდება 100%-ით.

 

ის, რაც არ ითქვა, მაგრამ დავინახე ამ ყველაფრის ფონზე, არის ის, რომ როდესაც საქართველო უფრო მნიშვნელოვანი იქნება აზერბაიჯანისთვის, ვიდრე დღეს არის, როდესაც საქართველო თვითონ იქნება ძლიერი მოთამაშე რეგიონში, საქართველო იქნება ანგარიშგასაწევი, ღირსების დამცველი, ძლიერი პარტნიორი რეგიონში“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner