logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო
- +

25 ოქტომბერი. 2022. 17:03

 

 

ძველ ბულვარში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნების სრული რეკონსტრუქცია.

 

სპორტული სივრცეები, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სრულიად ახალი ინვენტარით აღიჭურვება. 500 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ახალი ლითონის მოაჯირი, ქვიშის ზედაპირი, დაიგება ახალი ხელოვნური საფარი,  შეიცვლება ბადეები და დამონტაჟდება „ლედ“ განათების სისტემა.

 

სპორტული მოედნები უკვე განახლებული იერსახით სპორტულ აქტივობებს 20 ნოემბრიდან გააგრძელებს. მოედნების რეკონსტრუქციას ბიუჯეტიდან 167 761 ლარი მოხმარდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას და გამართული სპორტული სერვისების უზრუნველყოფას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner