logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი საჯაროდ ცრუობს, მსოფლიოს სჭირდება ასეთი „დემოკრატია“?
- +

25 ოქტომბერი. 2022. 22:00

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებებს ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ უკუსვლა გამოიწვია და ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

 

„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი საჯაროდ ცრუობს, ცილს სწამებს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს. როდესაც ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - 308 დეპუტატი ცრუობს, ცილს სწამებს პარტნიორ ქვეყანას. მსოფლიოს სჭირდება ასეთი „დემოკრატია“?“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner