logo_geo
eng_logo
მაკრონი: საჭიროა, რომ აშშ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესს
- +

26 ოქტომბერი. 2022. 00:00

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რომის პაპს სთხოვა, მოუწოდოს ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პატრიარქ კირილსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ხელი შეუწყონ უკრაინაში სამშვიდობო პროცესს.

 

„საჭიროა, რომ აშშ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესს. ჯო ბაიდენს რომის პაპთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აქვს. რომის პაპს შესაძლოა ჰქონდეს მასზე გავლენა ჰაიტისა და უკრაინაში ამერიკის ჩართულობის აღსადგენად“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

25 ოქტომბერს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შანსი არის.

 

„არსებობს მშვიდობის პერსპექტივა, ის რაღაც მომენტში დადგება. კონკრეტულ მომენტში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები და როდესაც უკრაინელი ხალხი და მისი ლიდერები გადაწყვეტენ ამის პირობებს, სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება დამყარდეს მეორე მხარესთან“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner