logo_geo
eng_logo
ქათმის ღვიძლი სოკოთი
- +

9 მარტი. 2016. 13:52


მასალა:

500 გრ ქათმის ღვიძლი, 300 გრ თეთრი ან ქამა სოკო; 300 მლ არაჟანი; 1 თავი ხახვი, მარილი-პილპილი გემოვნებით; კარაქი.


მომზადება:

ქათმის ღვიძლი გარეცხეთ, მოაცალეთ ქონი და ძარღვები. ცოტა ხნით ქაღალდის ხელსახოცზე დააწყვეთ, რომ შეშრეს. ღვიძლი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ღვიძლი შებრაწეთ.

ხახვი დაჭერით და კარაქში მოშუშეთ. დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი სოკო, მოაყარეთ ცოტა მარილი და მოხრაკეთ.

გადაიტანეთ სოკო ღვიძლიან ტაფაში და ორიოდე წუთი ერთად შუშეთ. არაჟანში აურიეთ პილპილი (შეგიძლიათ აჯიკაც), მოასხით ღვიძლს და სოკოს. აურიეთ და როცა არაჟანი დუღილს დაიწყებს, ცეცხლს დაუწიეთ და ორიოდე წუთი თავდახურული ადუღეთ. გარნირად ბრინჯი ან მაკარონი მოამზადეთ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner