logo_geo
eng_logo
პენტაგონის სპიკერი: აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს
- +

26 ოქტომბერი. 2022. 10:09

 

 

„აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

 

„ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ან აპირებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან „ბინძური ბომბი“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

 

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

 

„რუსეთს შედეგები როგორც ბირთვული იარაღის, ასევე „ბინძური ბომბის“ გამოყენების შემთხვევაში ექნება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner