„აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
„ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ან აპირებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან „ბინძური ბომბი“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.
„რუსეთს შედეგები როგორც ბირთვული იარაღის, ასევე „ბინძური ბომბის“ გამოყენების შემთხვევაში ექნება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.