ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დამსახურებული 11 პედაგოგი საზეიმოდ გააცილეს. მათ პატივსაცემად საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პედაგოგებს სიტყვით მიმართა და საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს ძვირფას და საამაყო მასწავლებლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურნენ განათლების სფეროს და არაერთი თაობა აღზარდეს.
ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე საღამო გამოვიდა. მადლობას გიხდით ოზურგეთის სახელით! ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!“ - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.