logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვიცი, პედაგოგობა რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული
- +

25 აგვისტო. 2016. 14:30



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემის ძირეული რეფორმა იგეგმება.


მისივე თქმით, მომავალმა თაობამ, დრო და რესურსი არ უნდა დახარჯოს ისეთი პროფესიების დაუფლებაში, რომელთა სიჭარბეა.



როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, მნიშვნელოვანი რეფორმაა საჭირო საშუალო განათლებაშიც, რომლის მთავარი ღერძი უნდა იყოს დაფასებული პედაგოგი.



ჩვენ გვმართებს, ქედი მოვიხაროთ და მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი გაჭირვების პერიოდში, გმირობის ფასად უზრუნველყვეს უწყვეტი განათლება ჩვენი მომავალი თაობისთვის. მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე და არა ტესტირებაზე, გამოცდებზე. ტესტირება საჭიროა, მაგრამ არ შეიძლება, ეს დამოკლეს მახვილივით ეკიდოს ყოველთვის ჩვენი პედაგოგიური კორპუსის თავზე. მე პედაგოგის ოჯახში ვარ გაზრდილი. დედაჩემი გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორი. დღეს მყავს ასევე ბებია, რომელიც 96 წლის არის და 60 წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას საქართველოში, კომაროვის სკოლაში. ასე, რომ ჩემთვის უცხო არ არის, რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner