logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: სანდრა რულოვსი არჩევნებში მონაწილეობას რომ იღებს, არ მიკვირს
- +

25 აგვისტო. 2016. 14:32



„პირველყოფილი ადამიანი მიმიკებით საუბრობდა, 21-ე საუკუნის ადამიანი - სმაილებით. სიტყვების საჭიროება არც მაშინ იყო და არც აწი იქნება. არც ის მგონია, რომ როგორც პარლამენტარმა, რაიმე საინტერესო სახე შექმნას" ასე გამოეხმაურა არჩილ გამზარდია facebook გვერდზე სანდრა რულოვსის მაჟორიტარობას.

 

„სანდრა რულოვსი არჩევნებში მონაწილეობას რომ იღებს, არ მიკვირს, მე უფრო ის მიკვირს, „ქართული ოცნების" კვოტით რომ არ გადის.

 

ცოტა სერიოზულად რომ ვთქვათ, ზუგდიდს, დიდი ალბათობით, მოიგებს ყოფილი პირველი ლედი, ჩემთვის ნამდვილად საინტერესოა მისი საპარლამენტო მოღვაწეობის პერსპექტივა, იმიტომ რომ ეს ადამიანი საინტერესოდ მესახება, არის კორექტული. ძირითადად პოზიტიურია, აქვს მოტივაცია და ა.შ.

 

თუმცა, მგონია, რომ ის უფრო ვერბალური თავდასხმების ობიექტი გახდება პარლამენტში მოწინააღმდეგეთა მხრიდან და რამდენად მზად იქნება ამისთვის, ვერ ვიტყვი, არც ის მგონია, რომ, როგორც პარლამენტარმა, რაიმე საინტერესო სახე შექმნას, თუმცა ამასაც დრო აჩვენებს"- წერს არჩილ გამზარდია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner