logo_geo
eng_logo
დუშეთში ვეტერანთა ჰოსპიტალი საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ჩაატარებს
- +

26 ოქტომბერი. 2022. 16:57

 

 

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმები, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ლაბორატორიულ კვლევებსა და კარდიოგრამას.

 

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

 

მისამართი: დუშეთი, კოსტავას ქ. N 34; კულტურული მემკვიდრეობის შენობა

 

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner