logo_geo
eng_logo
პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა
- +

26 ოქტომბერი. 2022. 18:53

 

 

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სენატის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული, მას 85-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი.

 

რეზოლუციაში პოლონეთის სენატი „მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად“.

 

რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი გააჩაღეს, რომლის მიზანიც ამ სუვერენული ქვეყნის მსოფლიო რუკიდან წაშლა და მისი ერის განადგურებაა.

 

სენატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით რუსი ოკუპანტები უკრაინული ქალაქების მაცხოვრებლებს ატერორებენ.

 

„რუსულ ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ტყვეებსა და სამოქალაქოებს აწამებენ და კლავენ. ისინი იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს, ადეპორტებენ, ასახლებენ და რუსეთის შორეულ პერიფერიაზე აგზავნიან უკრაინის მოქალაქეებს“, - წერია რეზოლუციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner