logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს, ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის
- +

25 აგვისტო. 2016. 14:34



ჩვენ უზრუნველვყოფთ საქართველოში ძალიან სწრაფი განვითარების პროცესს ისე, რომ არც ერთი ბავშვის ცრემლი არ ჩამოვარდება, არც ერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.



პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ადამიანის ღირსება უზენაესია.



ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს. ძალიან დიდი განვითარების პროცესი იგეგმება სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ოთხი წლის თავზე თქვენ იხილავთ სრულიად სხვა, გაცილებით უფრო ფერად, გაცილებით აგუგუნებულ ქვეყანას, რომელშიც ყველა ადამიანი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის უპრეცენდენტო მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ბევრ შეძლებულ ქვეყანას არ აქვს ასეთი უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, როგორიც საქართველოს.



დღეს მთიან რეგიონებში, ვეღარ ნახავთ სოფელსა და სოფელს შორის, ფეხით მიმავალ ბავშვებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად, ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ყველა ასეთ სოფელს ავტობუსი ემსახურება. დღეს ჩვენ ვდგავართ ოთხი წლის მიჯნაზე და მომავალი ოთხი წლისთვის გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მივიყვანოთ საქართველო მომავალი ოთხი წლის თავზე იმ წერტილამდე, როცა პროცესი შეუქცევადი იქნება და ყველა ოჯახი იგრძნობს შექმნილ კეთილდღეობას. ეს აბსოლუტურად რეალურია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკასაც დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის შედეგია თუნდაც ის, რომ წელს საქართველოში 400 ათასზე მეტი ტურისტია ჩამოსული რუსეთიდან, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი.



ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, შევძლებთ, უზრუნველვყოთ მეტი სტაბილურობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი", - განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურმა, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივ დაპირისპირებაში იყოს.



ჩვენ, ერთიანი ძალით, აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. უნდა დასრულდეს ამ პატარა ერში ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთთან დაპირისპირება. არ შეიძლება ამდენი შეურაცხყოფის ატანა, არ შეიძლება, ბავშვები უყურებდნენ, მათი მშობლები როგორ ჭამენ ერთმანეთს. ეს არანორმალურია და თუ ჩვენ ეს არ დავასრულეთ, არაფერი გამოგვივა, ვიქნებით მუდმივ დაპირისპირებაში. ჩვენი პარტიის მოწოდებაა, გზა გავუხსნათ ყველა ადამიანს, მათ შორის, მივცეთ საშუალება იმგზააბნეულებსაც", რომლებიც დღეს შეიძლება სხვა მოსაზრების იყვნენ, გაერთიანდნენ ამ ერთი მიზიდულობის ძალის ქვეშ, რომელსაც აუცილებლად შექმნისქართული ოცნება", რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი ყველაზე ძლიერი ძალა და სერიოზული ცვლილებების მომტანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner