logo_geo
eng_logo
იტალიის პრემიერი: მშვიდობა მიიღწევა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით
- +

27 ოქტომბერი. 2022. 00:54

 

 

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისათვის დახმარების გაწევის გაგრძელებას, როგორც კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობის შესაძლო მიღწევის ერთადერთ პირობას.

 

„უხსოვარი დროიდან კონფლიქტებში მოლაპარაკებების ხელშეწყობის ერთადერთი გზა ბალანსის დამყარებაა. თუ არ გინდათ მითხრათ, რომ მშვიდობა მიიღწევა დანებების გზით, მაშინ მშვიდობა მიიღწევა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით, რაც მას საშუალებას აძლევს დაიცვას თავი“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.

 

ჯორჯია მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალიას უარი რომ ეთქვა უკრაინის მხარდაჭერაზე, დასავლეთი მაინც გააგრძელებდა დახმარებას.

 

„აქედან გამომდინარე, ეს არ შეცვლის უკრაინისათვის შედეგს, მაგრამ შეცვლის მიდგომას, რომელიც სხვებს ექნებათ ჩვენ მიმართ, ჩვენი სანდოობის მიმართ“, - განმარტა იტალიის პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner