აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადასცა, რა შედეგები მოჰყვება ბირთვული იარაღის გამოყენებას.
„ჩვენ ასევე პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ ვესაუბრეთ რუსებს, პრეზიდენტ პუტინს შედეგების შესახებ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმირ პუტინი ბირთვული ან ე.წ. „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს.
„ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“, - აღნიშნეს პენტაგონში.