logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: საინტერესოა, მოქმედი ელჩი რას იტყვის მისი წინამორბედის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე! თუმცა, არც მისგან გვაკლია უპატივცემულობა
- +

27 ოქტომბერი. 2022. 11:24

 

 

ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ყოფილი ელჩის, იან კელის „ტვიტერზე“ დაწერილ სტატუსს ეხმიანება, სადაც ეს უკანასკნელი ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრასთან დაკავშირებით ამბობს: „ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?“

 

შაქარიშვილის თქმით, ადვილი წარმოსადგენია, ელჩობის პერიოდში რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ხალხთან მიმართებაში.

 

„ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?“ - წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი (2015-2018) ელჩი იან კელი და ასე ეხმაურება ჩვენი ქვეყნის პრემიერის შეხვედრას ვიქტორ ორბანთან… ადვილი წარმოსადგენია, ელჩობის პერიოდში რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ხალხთან მიმართებაში… მერე ჩვენ დაგვაბრალებენ, ანტიამერიკულ განწყობებს აღვივებთო… საინტერესოა, მოქმედი ელჩი რას იტყვის მისი წინამორბედის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე! თუმცა, არც მისგან გვაკლია უპატივცემულობა… იმედია, 8 ნოემბერს ამერიკაში გასამართი არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის“, - წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner