logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: რუსეთს დესტაბილიზაცია სურს მთელი მსოფლიოს მაშტაბით
- +

25 აგვისტო. 2016. 14:42



ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთს მსოფლიო მაშტაბით ვითარების დესტაბილიზაცია სურს.


ამერიკულმა ტელეკომპანიამ ინტერვიუ უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერა.


პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს, უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილად აქციოს.


"პუტინის მიზანია უკრაინიაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა. მათ არ სჭირდებათ არც დონეცკი და არც ლუგანსკი. მათ უნდათ, რომ მთელი უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყოს. მათ მსოფლიო უსაფრთხოების დარღვევა სურთ... მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: მსოფლიო უნდა იყოს ნაკლებად სტაბილური, ნაკლებად დაცული", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner