logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველო უკრაინის მეგობრობას და მხარდაჭერას საქმით ამტკიცებს, უკრაინა კი ტალახის სროლით გვპასუხობს
- +

27 ოქტომბერი. 2022. 18:36

 

 

„უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მუდმივად საქართველოს კრიტიკა გვესმის, სამწუხაროდ მათი გამოსვლები არგუმენტებით გამყარებული არ არის და ძირითადად ქართული ოპოზიციის მესიჯბოქსს ავრცობენ“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით,  უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებები კი აღქმებს ეფუძნება.

 

„რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტი შედგა. ვიზიტს ქართულ მედიაში და ოპოზიციურ სპექტრში არასათანადო გამოხმაურება მოჰყვა რეალურად პაპუაშვილის ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. პაპუაშვილის საქართველოს მთავრობას და მმართველ გუნდს წარმოადგენს, მაშინ როდესაც უკრაინის წარმომადგენლები და ქართული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას პრორუსს უწოდებს, პაპუაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხმამაღლა განაცხადა რომ: „ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას“; „საქართველო არ დაუშვებს, რომ საკუთარი ტერიტორია და ფინანსური სისტემა გამოყენებულ იქნას 24 თებერვლის შემდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების, ძირის გამოთხრის ან თავიდან არიდების მიზნით“. „რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას“; „უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია“.

 

სწორედ ზემოთ თქმული არის მთავრობის ოფიციალური პოზიცია, უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებები კი აღქმებს ეფუძნება... პაპუაშვილმა ყირიმის სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ საქართველო არის ცივილური სამყაროს წევრი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის თავისუფლებისკენ სწრაფვას.

 

სამიტის ფარგლებში პაპუაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა მათ შორის ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან, ხორვატიის პარლამენტის სპიკერთან, მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტთან, ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან და სხვა.

 

არაფერს ვამბობ საქართველოს მიერ უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ლიდერია. უკრაინის მხარდაჭერის ერთი ფაქტის შესახებ მინდა გითხრათ, 2022 წლის 25 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე 6 თვის ვადით გახანგრძლივდა უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის განხორციელების პროცესში არანაირი შეფერხება არ არსებობს და დღეის მდგომარეობით, 2064 ოჯახს (4050 პირს) დახმარება უკვე გაეწია. საქართველო უკრაინის მეგობრობას და მხარდაჭერას საქმით ამტკიცებს, უკრაინა კი ტალახის სროლით გვპასუხობს“, - ამბობს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner