logo_geo
eng_logo
დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩვენ გამოვააშკარავებთ ყველა იმ სუბიექტს, რომელიც არაჯანსაღ მიზნებს ისახავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ
- +

27 ოქტომბერი. 2022. 23:56

 

 

ჩვენ ვიქნებით პროაქტოიულები, გამოვააშკარავებთ ყველა იმ სუბიექტს, რომელიც არაჯანსაღ მიზნებს ისახავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ცდილობს დააკნინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგალითად თამაშგარე დატოვოს და განხეთქილება შეიტანოს სასამართლო კორპუსში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ისინი არ აეწყობიან ვიღაცის დღის წესრიგს, არამედ თავად შექმნიან მას.

 

ჩვენ აღარ დაველოდებით თავდასხმებს ჩვენზე,არ ავეწყობით ვიღაცის დღის წესრიგზე, არამედ ჩვენ თვითონ შევქმნით დღის წესრიგს. ჩვენ ვიქნებით პროაქტოიულები, გამოვააშკარავებთ ყველა იმ სუბიექტს, რომელიც არაჯანსაღ მიზნებს ისახავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ცდილობს დააკნინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგალითად თამაშგარე დატოვოს და განხეთქილება შეიტანოს სასამართლო კორპუსში. ასეთ სუბიექტებს ვამხელთ კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში თითიდან გამოწვეული ბრალდებებით ცდილობენ ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner