ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" შესახებ სოციალურ პოსტს აქვეყნებს:
„იავნანამ" რა ჰქმნა, ანუ ბურჭულაძის "აშკარა დაუჯერებელი" ფარისევლობა
იავნანას ფინანსური ანგარიშის გაცნობა მას შემდეგ განვიზრახე, როცა პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთ ჟურნალისტზე იერიში მიიტანა და ბურჭულაძის და მისი ფონდის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაში დაადანაშაულა.
დამაინტერესა რას ერჩოდა ჟურნალისტი ბურჭულაძეს, ან ბურჭულაძე ჟურნალისტიკას. შევედი იავნანას ოფიციალურ ვებ-გვერდზე იავნანა.გე. საიტზე დამხვდა დიდი ლოგოფრთოსანი სათამაშო ცხენით და წარწერით „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი „იავნანა". ლოგოს ქვემოთ წავიკითხე ფრაზა - „ერთად გადავარჩინოთ მომავალი", კიდევ ქვემოთ - მითითება: გადმოწერე 20112015 წლების ფინანსური ანგარიში. გადმოვწერე. ნეტა არ გადმომეწერა. ის რაც ანგარიშში წერია, ეს არის გამოცხადებული ფარისევლობის ქრონიკა და უდიდესი სირცხვილი. უცებ გამახსენდა ბურჭულაძის მუდმივი ფრაზა მისი საქველმოქმედო ღონისძიებებიდან: „თქვენს მიერ შეძენილი ყოველი ბილეთიდან შემოსავალი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას"
მაშ ასე, ერთად ვნახოთ იავნანამ რა ჰქმნა, ანუ აშკარა დაუჯერებელი. იცოდით თუ არა, რომ:
1. ფონდმა 20112015 წლებში სულ მიიღო 9.5 მილიონი ლარის შემოსავალი დაქველმოქმედებაზე დახარჯა მხოლოდ 3.26 მლნ ლარი.
2. იავნანას ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯები(6.57 მლნ) 102%ით აღემატება მის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26მლნ)
3. „იავნანას" შემოსავლები საქველმოქმედო ღონისძიებებიდან და სხვა შემოწირულობები, (მთლიანობაში 7.41 მლნ ლარი), 127%ით აღემატება ფონდის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ)
4. „იავნანას" დეკლარაციის მიხედვით, მარტო ადმინისტრაციის ხელფასები (1.75 მლნ) 40%ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).
5. „იავნანას" დეკლარაციის მიხედვით, „ქველმოქმედების ორგანიზების ხარჯები" (3. 5 მლნ) 178%ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი).
6. „იავნანას" ადმინისტრაციის ხარჯები (3. 07 მლნ) 144%ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან(1.26 მლნ ლარი) და დღეს ჩვენ ბურჭულაძე გვეუბნება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, ბიუროკრატიას შეამცირებს და გააეფექტურებს?!
P.S. ან დამიჯერეთ, ან შედით ვებ-გვერდზე iavnana.ge, მიყევით ისტრუქციას, გადმოწერეთ ფაილი და წაიკითხეთ", წერს დუნდუა.