logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გახარიაზე: სინდისისგან დაცლილი, ამორალური ნაკაცარი დღეს ხედავს თურმე ქვეყანაში კორუფციას და ოლიგარქიას, აი, თავად რომ ყველა თანამდებობა გაიარა, უმაღლესის ჩათვლით
- +

27 ოქტომბერი. 2022. 22:43

 

 

„განკაცებული ვირთხის ბოდვას წესით ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ, მაგრამ ბევრმა „გატარებამ“ გაყეყეჩება იცისო, ნათქვამია“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის თანახმად გახარიამ აღნიშნა, რომ კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია და საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს.

 

„განკაცებული ვირთხის ბოდვას წესით ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ, მაგრამ ბევრმა „გატარებამ“ გაყეყეჩება იცისო, ნათქვამია... ეს სინდისისგან დაცლილი, ამორალური ნაკაცარი დღეს ხედავს თურმე ქვეყანაში კორუფციას და ოლიგარქიას, აი, თავად რომ ყველა თანამდებობა გაიარა, უმაღლესის ჩათვლით, პარლამენტის ტრიბუნიდან ამტკიცებდა - „რა კორუფცია, რა არაფორმალური მმართველობაო“... პირადად ამ ჰაერის კაცის „პოლიტიკური გზა“ უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს, რომ ყველამ კარგად იცოდეს, როგორად არ უნდა იქცეს ადამიანი... P.S. აგენტობა მაგრად „ტეხავს“, რომელი ქვეყნის მიერაც უნდა იყო „გახაზული“, - წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner